Saturday, April 16, 2011

პროექტი

1.პროექტის სახელწოდება:ახალციხე
 2.  პროექტის მთავარი იდეა:ახალციხის, როგორცმესხეთ-ჯავახეთის სტრატეგიული ცენტრის შესახებ ცოდნის გაღრმავება.
3.პროექტის აქტუალობა:მშობლიური მხარის შესახებ მეტი ცოდნის მიღება.
4.პროექტის მიზნები:მოსწავლეებში თანამშრომლობის ჩვევების ჩამოყალიბება, დამოუკიდებლად,აღმოჩენებით  ცოდნის მიღების უნარის  განვითარება, არსებული ცოდნის გაღრმავება.
5. მონაწილეთა ასაკი: თექვსმეტი წელი,მეთერთმეტე კლასი.
6.  ვადები\ხანგრძლივობა:სამი კვირა.
7.  მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება   შეიქმნას: მოსწავლეები გააკეთებენ თავიანთი გადაღებული სურათებით სტენდს,სკოლაში მოაწყობენ მოსახლეობაში მოძიებული ძველი ნივთების გამოფენას ,გამოუშვებენ კედლის გაზეთს ,რელიგიის, მესხური დიალექტისა და პოეზიის შესახებ ჩაატარებენ სასკოლო ღონისძიებას და ღონისძიების ბოლოს კომპიუტერით აჩვენებენ თავიანთ მიერ მომზადებულ მესხურ კერძებსა და ისაუბრებენ მესხური ტრადიციების შესახებ.
8.  პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტოაპარატი,კომპიუტერი,
9.  პროექტის მსვლელობა: ხელმძღვანელი მოსწავლეებს დაყოფს სამ ჯგუფად.თითოეულ ჯგუფს მისცემს დავალებას:1. ახალციხის  მდებარეობის,ბუნების,სასარგებლო წიაღისეულისა და მისი წარმოშობის
ისტორიის შესახებ ცნობების მოძიება. 2.მეორე ჯგუფი მოიძიებს მასალებს მოსახლეობის,ენის,ეთნოსისა და რელიგიური ჯგუფების შესახებ.3.მესამე ჯგუფს კი დაევალება ინფორმაციის  მოძიება ახალციხის ღირსშესანიშნაობების,ისტორიული ძეგლებისა და სამზარეულოს შესახებ .ბავშვები მიდიან ადგილზე , იღებენ სურათებს , აგროვებენ ვიდეო მასალას,ხვდებიან სხვადასხვა ადამიანებს და იღებენ მათგან საჭირო ინფორმაციას. მოსწავლეები მუშაობენ მასწავლებლის დახმარებით,რომელიც აძლევს მათ რჩევებს და ახალ დავალებებს.
10.  საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტი მოიცავს საგნობრივ ჯგუფებს:  გეოგრაფია,ისტორია,ქართული ლიტერატურა და ისტი.
11.  პროექტის ხელმძღვანელი: მ.გობიანიძე 
12.  ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: mananagobianidze@gmail.com